Friday, July 12, 2019

https://drive.google.com/file/d/1JyOC1MbbWf-ARmjn8P5YYXMzTEXp3Y3u/view?usp=sharing

Tuesday, March 20, 2012


  1. პროექტის  სახელი–ჩემი სოფელი–ახალსოფელი
  2. პროექტის  მოკლე   აღწერა:   მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას   სოფლის   შესახებ, მის წარმოშობასთან  და  სახელთან  დაკავშირებულ ცნობებს, ინფორმაციას  მისი დამაარსებლის  და სოფლის  ახლანდელი  მდგომარეობის  შესახებ.
  3. პროექტის  სრული  აღწერა:   მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას  სოფლის  წარმოშობის შესახებ, სახელთან  დაკავშირებულ  ცნობებს,  გადმოგვცემენ  სოფლის  ახლანდელ  მდგომარეობას, გამოიკვლევენ  და  გადმოგვცემენ  მის   ისტორიულ–გეოგრაფიულ  მდებარეობას,  ფოტოებზე აღბეჭდიან  სოფლის ღირსშესანიშნავ  ადგილებს,  ულამაზეს  ბუნებას, ინტერნეტიდან  მოიღებენ  სოფლის სურათებს გადაღებულს  სხვადასხვა  ტექნიკური  საშუალებით.  მოსახლეობასთან  გასაუბრებით მოიძიებენ  ძველ  ლეგენდებს , თქმულებებს, ფაქტებს ,  სახავენ  ფოტოებზე  და  ჩაიწერენ . შეადგენენ  სოფლის  რუკას  და  შეგროვილი მონაცემებით  შექმნიან  ფოტო ალბომს, მოაწყობენ  გამოფენას,  პრეზენტაციას  და  ყველა მონაცემი გაერთიანდება  ერთ  საიტზე.
  4. მონაწილეთა   ასაკი:  9დან   14წლამდე
  5. ვადები/ ხანგრძლივობა:  1  თვე. 
  6. პროექტის  შესაძლო  აქტივობები:  კლასში–მასალის  მოძიება  დამხმარე  ლიტერატურის  და ინტერნეტის  საშუალებით,  ფოტოალბომის  შექმნა,  გამოფენის, პრეზენტაციის  მოწყობა.
  7. მოსალოდნელი  შედეგები:   შეიძლება  გააკეთონ  ალბომი,  შექმნან ვებ–გვერდი,  ბლოგი, გამოუმუშავდებათ  კვლევა–ძიების, დამატებით  ლიტერატურაზე  მუშაობის,  კომპიუტერულად  დამუშავების,  ინტერვიუს  აღების, რუკების   შედგენის, ორიენტაციის, მიმართულების  განსაზღვრის  უნარ–ჩვევა.  ისწავლიან  ჯგუფურ  მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას  და  გახდებიან  კომუნიკაბელურები, ისწავლიან ექსკურსიის  ორგანიზებულობას, გაეცნობიან  საკუთარი  სოფლის  ისტორიას  და  ისწავლიან საინფორმაციო  ტექნოლოგიების  გამოყენებას.
  8. სარგებელი  სხვებისათვის:  გაეცნობიან  სოფლის  ყოფას, წარსულს  და  აწმყოზე   შეიტყობენ მნიშვნელოვან  ინფორმაციას,  ფოტოგამოფენისა  და  ბლოგის  ნახვისას  მიიღებენ  ესთეტიკურ სიამოვნებას, გაიმდიდრებენ  ცოდნას  საქართველოს  ისტორიაში, ინტერნეტის  საშუალებით გააცნობენ  თანატოლებს  თავის  პროექტს.
  9. სამუშაო  ენა ––ქართული.
  10. საგნებთან  (საგნობრივ ჯგუფებთან),  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  1) ისტორია, ბუნება–გაიღრმავებენ  ცოდნას  საკუთარი  სოფლის   ბუნების  და  წარმოშობის შესახებ. 2) ლიტერატურა  – მოიძიებენ ლეგენდება და თქმულებებს  სოფლის შესახებ, აიღებან ინტერვიუებს. 3)ხელოვნება :  გააკეთებენ  ალბომს.
  11. ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: dalicercvadze2@gmail.com
  12. პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი:dalicercvadze2.blogspot.com